რას გთავაზობთ...

დიზაინერის მხარდაჭერა

ჩვენ უზრუნველყოფთ დიზაინერის კონსულტაციას, როგორც ანალიტიკურ საკითხებში, ასევე მოძრავი სახურავი საფარის ჩასმის თითოეულ ეტაპზე. ეს დააჩქარებს პროექტის განხორციელებას, ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის დანერგვას ნებისმიერ კონტექსტში.

ინდივიდუალური დიზაინი

ჩვენი წარმოების სტანდარტები მოიცავს თითოეული პროდუქტის მრავალ ტიპსა და ფორმატს. ჩვენ ვასრულებთ სრულიად განსაკუთრებულ ინდივიდუალურ სამუშაოებსა და პროექტებს, დამკვეთის ფუნქციონალური მოთხოვნების შესაბამისად.

წესი და პროცედურა

ჩვენ გთავაზობთ პროექტის სრულ მხარდაჭერას სათანადო მოძრავი სახურავი საფარის სწორი ჩასმისა და მონტაჟის საქმეში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონკრეტულ ელემენტებს მშენებლობაში და ა.შ.

ენერგიის დაზოგვა

ყველა ჩვენს მიერ წარმოებულ საფარს გააჩნია თბოიზოლაციის უმაღალი დონე, როგორიც დასაშვებია ამ კატეგორიის პროდუქციისათვის. ჩვენ ვართ პირველნი მოძრავი კორპუსების მწარმოებელთა შორის, რომელთაც ენერგოდაზოგვის ყველაზე მკაცრი ევროპული სტანდარტები აქვს.

სტრუქტურული ანალიზი

თითოეული კომპონენტი თანაზომიერია კანონის მოთხოვნების შესაბამისად. რეფერენტული კანონმდებლობა: Eurocodes 3,5,9, GOST R.

სერტიფიკატები

გვაქვს ყველა საჭირო სერტიფიკატი ევრო სტანდარტების შესაბამისად, მთელი საწარმოო პროცესი EN1090 სტანდარტების წესთა მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.

საჯარო და კერძო საცურაო აუზები

ჩვენ გვაქვს უამრავი იდეა, რომელიც ეხება როგორც საჯარო , ასევე კერძო - ელიტარულ საცურაო აუზებსა და სპა ცენტრებს. ჩვენი დევიზია: დიზაინი, ფუნქციონალურობა, ენერგორენტაბელობა!

რესტორნები

რესტორნები რესტორნის მშენებლობა მოითხოვს სახურავის სპეციალურ საფარს, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ კომფორტულ გარემოს შიგნით. ეს არ შეიძლება მიღწეულ იქნას ჩვეულებრივი ტელესკოპური სახურავის საშუალებით, ჩვენ სპეციალურად შევიმუშავეთ ტექნოლოგიები, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი.

სრული მონტაჟი

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ გთავაზობთ სრულ მზა სისტემას. ჩვენი ექსპერტი სრულ პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოთა სწორ შესრულებაზე, კონსტრუქციიდან დაწყებული მოძრავი კორპუსის მონტაჟით დამთავრებული. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ!

ჩვენი პროდუქცია

  • ყველა ნიმუში
  • დიდი კონსტრუქციები
  • სპა
  • რესტორანი
  • სპეციალური
  • გვერდითი პანელები

Lynxtechnologies აპროექტებს, აწარმოებს და ამონტაჟებს გაშლად სახურავებს საჯარო და კერძო საცურაო აუზებისთვის. რით განვსხვავდებით კონკურენტებისგან? მუდმივი ინოვაციებითა და განვითარებით. ჩვენ ვართ ერთადერთი მწარმოებელი ევროპაში, რომელიც გთავაზობთ ალუმინს სითბური სინჯით. ჩვენი გამოგონებაა მსხვილი საზოგადოებრივი ცენტრების საფარი- ტელესკოპური სახურავები,რომელიც მზადდება ალუმინისა და ხისაგან. საცურაო აუზის ყოველი კორპუსი ყველა მოქმედი წესისა და სტანდარტების დაცვით იქმნება. ეს კონსტრუქციები სტრუქტურული ხასიათისაა , თან უნკალურია ევრობაში- რადგან ენერგიას ზოგავენ.

კატალოგის ნახვა

ტექნიკა და მასალები

ტექნიკური მაჩვენებლები და გარანტიები

ჩვენი უპირატესობა ტელესკოპიური გაშლადი სახურავის წარმოებისას

  • ატმოსფერული ზემოქმედებისგან დამცველი მყარი საფარი

    ყოველგვარი ატმოსფერული ზემოქმედებისგან დამცავი ჰიდროიზოლაციური საფარი- მთავარი თავისებურებაა ტელესკოპიური საფარისა. ჩვენი დაპატენტებული ტექნოლოგია ჰერმეტიზაციის გარანტიას იძლევა ასევე ხსნად მოძრავ კორპუსის გადაადგილებად ნაწილებში.

  • თბოიზოლაცია, სათბურის ეფექტი

    ჩვენს გამჭვირვალე კორპუსებს სათბურის ეფექტი აქვს, გამოირჩევიან თერმული იზოლიაციის მაღალი დონით, რაც ენერგიის დასაზოგად მნიშვნელოვანია. ჩვენი წარმოებული კორპუსები ყველაზე ეფექტურია ბაზარზე, რისი დამტკიცებაც ძალგვიძს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც.

  • ავტომატიზაცია

    სისტემა ავტომატიზირებულია სერვოძრავისა და ინვერტორის საშუალებით, რომელთაც აკონტროლებს სპეციალურად გამოყოფილი კომპიუტერი. არსებული ავტომატიზაციის სისტემის ინტერფეისი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

  • გარანტია

    ჩვენ ვიძლევით 10 წლის გარანტიას, წარმოების დეფექტების, ხარვეზისა და არასათანადო დამონტაჟების აღმოჩენის შემთხვევაში.

მასალები და კონსტრუქციები

მოკლე აღწერა ძირითადი კომპონენტებისა, რომელნიც გამოიყენება მოძრავი გადაადგილებადი სახურავის მშენებლობისას

  • სრულიად ახალი ხაზი ალუმინის კონსტრუქციებისა თერმოსინჯით გამოგონილი და დაპატენტებულია კომპანია Lynxtechnologies მიერ და იწარმოება დღემდე ცნობილი ტექნოლოგიებიდან საუკეთესო ტექნოლოგიით. სპეციალური საფარი კინელესკოპიური კორპუსებისა გამოირცევა თბოიზოლაციის მაღალი დონით.

  • ლამინირებული ხე ყველაზე ხშირად გამოყენებული ხის მასალაა სპორტული კომპლექსებისა და დახურული საცურაო აუზების მშენებლობაში. მასალის არჩევა დამოკიდებულია, ასევე, დიზაინერის სურვილებზე. ხის მასალა ხაზს უსვამს ინტერიერის სილამაზეს. იგი მყარი, მდგრადი და მსუბუქია და ამ თვისებათა გამო ძალიან უხდება რთულ და დიდ კონსტრუქციათა მშენებლობას, განსაკუთრებით სეისმურ ზონაში.

  • იმის გამო, რომ სახურავი, დამზადებულია პოლიკარბონატისგან, იგი იდეალური პროდუქტია მაღალი ენერგოეფექტურობის უწყვეტი გამჭვირვალე ფასადების შესაქმნელად. მოქნილობა ამ პროდუქტისა საშუალებას იძლევა რამდენიმე სხვადასხვა პანელის ერთ კონსტრუქციაში შეკვრისა დიზაინის მოთხოვნათა შესაბამისად. თბოიზოლაცია 0.5 ვატ / m2K-ს აღწევს.

  • წარმოებაში მინის შუშამ მიაღწია ძალიან მაღალ ხარისხს, არის ფართო არჩევანი სიცივისა და სინათლის საიზოლაციო მინისა. საცურაო აუზების გამჭვირვალე სახურავს ასევე თერმოიზოლაციის უნარიც აქვთ. რაც პრობლემას წარმოადგენს რესტორნებისთვის. ამიტომ რესტორნებისთვის ჩვენ ვიყენებთ მართვად მინას, რომელსაც მზის სინათლის შეღწევის დაბალი მაჩვენებელი აქვს ზაფხულში და ამასთანავე სათბურის ეფექტსაც ქმნის.

  • ელასტომერთაგან განსხვავებით სილიკონური გამამყარებლები, რომელთაც წარმოებაში ვიყენებთ გამოირჩევიან რიგი უპირატესობით, ისინი მდგრადები არიან მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ,-70 -დან +200С,ამოტომაც იდეალურია სისტემის ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის.

  • მთავარ როლს დიდი ტელესკოპიური კორპუსების წარმოებისას თამაშობს აღჭურვილობა, რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ექსტრუდირებული ალუმინის საფარით, რაც მათ სიმაგრესა და მდგრადობას განაპირობებს. აღჭურვილობა სერტიფიცირებულია ევროპული ხარისხის მოთხოვნათა შესაბამისად და გრძელვადიანი მომსახურებას უზრუნველოფს.

    კონტაქტები